“ის დაცხრილა ზარალამ” – თამარ თორაძე სკანდალურ ვიდეოს ავრცელებს:

თამარ თორაძე: 

 – „ბოროტების“ საძმოს მეორე თავდასხმა თორაძეების ოჯახზე… 

აუდიო ჩანაწერში გარკვევით ისმის, რომ  ავტომობილი დაცხრილეს (17 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი) და ძმები თორაძეები სასიკვდილოდ გაიმეტეს „ბოროტების“ დაჯგუფების წევრებმა,  მათ შორის „ზარალამ“ – გიორგი რამიშვილმა, რომელიც დღეს „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი და ცნობილი ბიზნესმენია; ასევე ლერი სულაბერიძემ, რომელიც ახლო წარსულში  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ბრძანდებოდა.

თამარ თორაძის ამ განცხადებას გამოეხმაურა „სილქ როუდ ჯგუფის“ იურიდიული სამსახური და მის მასალებს ცილისწამება უწოდა: 

 

– „გვსურს გამოვეხმაუროთ თამარ თორაძის მიერ შეკვეთილი სტატიის სახით ინტერნეტ-მედიაში გავრცელებულ ცილისმწამებლურ განცხადებას, რომელიც შეეხება 1992 წელს მისი ოჯახის წევრთა მკვლელობაში სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებლის, გიორგი რამიშვილის, დადანაშაულებას. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ აღნიშნული განცხადება არის ბინძური ცილისწამება, რომელმაც თვეების განმავლობაში კამპანიური ხასიათი შეიძინა.

– გვრჩება განცდა, რომ ეს ცილისმწამებლური კამპანია მართულია გარკვეული ძალების მიერ, რომელთა მიზანია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნეს-ჯგუფის და მის დამფუძნებელის რეპუტაციის შელახვა.

– ქალბატონი თორაძე დღესდღეობით ამერიკის მოქალაქეა და ამიტომ სულ მალე მას მოუწევს პასუხი აგოს ამ ცილისწამებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოში. ვიმედოვნებთ, ასევე, რომ გაირკვევა ვინ დგას ამ ქალბატონის მეშვეობით წარმოებული ბინძური ცილისმწამებლური კამპანიის უკან. აღნიშნული საქმის შედეგებს საქართველოს საზოგადოებას აუცილებლად გავაცნობთ.

 – ასევე გვსურს დავსვათ კითხვა, რამდენად ეთიკურია მედიის მიერ ამგვარი ხასიათის განცხადების განთავსება, მიუხედავად იმისა, შეკვეთილია ის თუ არა და რა ოდენობის გასამრჯელოა მასში გადახდილი“

– წერია სილქ როუდ ჯგუფის“ განცხადებაში 

 

 

კომენტარები