ის მიზნობრივი ჯგუფები, რომელთა ტესტირება კორონავირუსზე აუცილებელი იქნება

-„მიზნობრივი ჯგუფების გაზრდა ეტაპობრივად ხდება.  პირველ ეტაპზე იტესტებიან ისინი, ვისაც COVID-19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ, ცხელების ცენტრების ყველა პაციენტი. ყოველ 14 დღეში ერთხელ შემოწმებას კორონავირუსიანი პაციენტების მიმღები და ცხელების ცენტრების პერსონალიც გადის.

ასევე ტესტირებას ჩავუტარებთ კარანტინში მყოფ ადამიანებს, მე-13 და მე-14 დღეს მათი ყოფნისა, ანუ კარანტინიდან გამოსვლის წინა დღეებში, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათ არ აქვთ ინფექცია.  კარანტინში ყოფნისას სიმპტომები თუ უწყებათ, მაშინვე იტესტებიან. თუ დადებითია, კლინიკაში გადადის. ყველა სასწრაფო დახმარების ექიმი, ექთანი და უმცროსი სამედიცინო პერსონალი, მძღოლი და ა.შ. ესენი ექვემდებარებიან ყოველ 14 დღეში გამოკვლევას..

ამავე ჯგუფს მიეკუთვნებიან ეპიდემიოლოგები, რომლებიც საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებისგან ბიოლოგიურ ნიმუშს იღებენ. განიხილება ასევე ტრაილერლების მძღოლების ტესტირება. ჟურნალისტები მაღალ რისკ-ჯგუფს არ მიეკუთვნებია. ტესტირება სიმპტომების გამოველნის შემთხვევაში ჩაუტარდებათ“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსი 539 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 178 უკვე გამოჯანმრთელდა, 6  გარდაიცვალა.

საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა. ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

კომენტარები