„ის მომყვება სადარდებლად, რა რჩევა ვერ მივეცი, რა იყო ისეთი, რაც ბავშვს ვერ შთავაგონე, რომ იქნებ ეს აცილებოდა. დღემდე მკლავს“ – გიორგი შაქარაშვილის ბიძა

-„ერთი საეჭვო ნიუანსიც რომ დავინახო, სადაც შეიძლება, ჩემი პოზიცია დასაბუთებულია, მძიმე რეაქცია მექნება. წარმოგიდგენიათ რა რეაქცია მექნება?

ჩვენ თვითონაც ვმუშაობთ. დიდი სამეგობრო წრე მყავს სისხლის სამართლის დარგის სპეციალისტები. დღეში რამდენიმე ათეული მეგობარი მირეკავს, უანგარო დახმარებას მთავაზობენ. იმხელა მხარდაჭერა მაქვს, ალტერნატიული გამოძიების შესახებ მე მკითხონ, როგორ ტარდება და რას ვაკეთებთ.

9 წლის განმავლობაში, როდესაც ადვოკატის პროფესია ტყვიისთვის შუბლის შეშვერა იყო, არ გავჩერებულვარ. სოდი, კუდი და მათი სადამსჯელო რაზმები მირიან ნიკოლაძეს არ აინტერესებდა არა ოჯახის წევრების გამო, ახლა თურმე, მე მეუბნებიან, შეიძლება, ვიღაცამ გამაჩეროს. სრული იდიოტიზმია, გიორგის საქმეზე, რომელიც ჩემი შვილი იყო, დღემდე ის მომყვება სადარდებლად, რა რჩევა ვერ მივეცი, რა იყო ისეთი, რაც ბავშვს ვერ შთავაგონე, რომ იქნებ ეს აცილებოდა. დღემდე მკლავს ეს ფიქრი, ყოველი ღამე ამაზე ფიქრით სრულდება. რომ რჩება ეს რუტინა, მერე მეწყება ამაზე ფიქრი, ბავშვი, რომელიც ჩემთან დადიოდა, მწერდა, გვქონდა საუბრები ფეხბურთიდან დაწყებული, ყოფითი საკითხებით დასრულებული და რა ვქენი ისეთი, რომ ეს ვერ ვუთხარი, რომ იქნებ გადამერჩინა“ – განაცხადა გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილი ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ POSTV-ის ეთერში.

კომენტარები