ის რაც ასე გვჭირდება ეროვნული სულისკვეთებით გამსჭვალული პოლიტიკური მოღვაწეებია

ის რაც ასე გვჭირდება ეროვნული სულისკვეთებით გამსჭვალული პოლიტიკური მოღვაწეებია და არა სოროსის ფონდში გამოჩეკილი და ეროვნული ცნობიერებისგან დაცლილი კოლექტიური კობახიძეები!

ის სიმართლე, რომელზეც ირმა ინაშვილი საუბრობს მიუღებელია ლიბერალური სუბკულტურისთვის და სწორედ ამ სიმართლის დამალვით არის დაკავებული კობახიძის ოცნება – ბოკერია სააკაშვილებთან ერთად,
რომლებმაც კიდევ ერთ მოჯადოვებულ წრეზე წაგვიყვანეს და ისევ ევროინტეგრაციის საფარქვეშ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი იდენტობის და ეკლესიის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან.

სინამდვილეში კი ასრულებენ დასავლური ფონდების და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემულ დავალებებს, რომელთა უმთავრესი მიზანიც ჩვენი ეკლესიის დისკრედიტაცია გახლავთ, რადგან ეკლესია და უწმინდესი გახლავთ მათი გარყვნილი მიზნების ვერგანხორციელების მთავარი მიზეზი და ერთადერთი აუღებელი ბასტიონი.
სწორედ მათი დავალებით ეწევა ბოკერიას პოლიტიკური ჯგუფი ლიბერალურ მედიასთან ერთად იმ აღვირახსნილ ცილისმწამებლურ კამპანიას ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ, რომელიც ვხედავთ ეკრენებიდან.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები