ის ფაილები,რომელიც ჩვენს ეგრეთწოდებულ ხელისუფლებას ეხებოდა! – ლაშა მოდებაძე:

 – ” ფეისბუქზე პროფილის და ჯგუფების გაუქმება არ მაკმარეს.ეს უკვე მეორე შემთხვევაა,როდესაც ჰაკერები შემოძვრნენ კომპიუტერში და ჩემი შენახული ზოგიერთი ფაილის ნაცვლად მათი დატოვებული ეს ტექსტი დამხვდა,სადაც ფაილების აღდგენის სანაცვლოდ თანხის გადახდას მთხოვენ და ბოლოს უთითებენ საიტის მისამართებს,ინსტრუქციას,თუ როგორ უნდა მივყვე ლინკებს,რომ გადავიხადო და პრობლემა მოვაგვარო.ყველაზე საინტერესო ისაა, წაშლილია ის ფაილები,რომელიც ჩვენს ეგრეთწოდებულ ხელისუფლებას ეხებოდა.მაგალითად,ჩემს მიერ გამოქვეყნებული სტატიის რვა ნაწილიდან,მხოლოდ 6 ნაწილია წაშლილი.ინდორმაცია წაშლილია,როგორც კომპიუტერიდან,ისე “ფლეშკიდან”.რომელიც მხოლოდ რამოდენიმე საათით მქონდა მიერთებული კომპიუტერზე,ეს მაფიქრებინებს,რომ ჩემი კომპიუტერი მუდმივ კონტროლზეა.ანალოგიური მოხდა დაახლოებით 7 წლის წინ,მაშინაც რატომღაც წაიშალა მხოლოდ ის ინფორმაცია,რაც ჩემს საქმიანობას და რამოდენიმე ძალოვანი უწყების ჩინოვნიკთან დაპირისპირებას ეხებოდა”

 – წერს ლაშა მოდებაძე

კომენტარები