„ის ფაქტი, – სახელმწიფო მდივანი არ შეხვდა იმ ოპოზიციას, რომელიც რუსული საქმით არის დაკავებული, ეს ძალიან“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა.

-„ის ფაქტი, რომ სახელმწიფო მდივანი არ შეხვდა იმ ოპოზიციას, რომელიც რუსული საქმით არის დაკავებული, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მმართველი გუნდი ამ ფაქტზე სპეკულაციას არ აპირებს, თუმცა ის საკმაოდ ნიშანდობლივია.

საქართველოში არ არის იმ პოლიტიკური პარტიების ადგილი, რომლებიც რუსულ საქმეს აკეთებენ და ასეთი პარტიების ადგილი არ არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ, 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში დასრულდა. მაიკ პომპეო საქართველოში 17 ნოემბერს ჩამოვიდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა.  შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა. მაიკ პომპეო  საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას და  საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შეხვდა.

სახელმწიფო მდივანი პომპეო სიამოვნებით შეხვდა მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია II-ს.

 მას არ გაუმართავს შეხვედრა ოპოზიციურ პარტიებთან.

კომენტარები