იტალიაში დამნაშავეთა ჯგუფი დააკავეს

იტალიაში დამნაშავეთა ჯგუფი დააკავეს, – დაჯგუფების 15 წევრი, მათ შორის, დაჯგუფების მეთაური კლაუდიო კარბონაროა. ის სიცილიაზე 2013 წელს დაბრუნდა და მაფიოზური სტრუქტურის თავკაცი გახდა.

კლაუდიო კარბონარას იტალიაში 1980-1990 წლებში მომხდარ 60-მდე მკვლელობაზე ეკისრება პასუხისმგებლობა.

ჯგუფი პლასტიკური ნაგვის უტილიზაციას ახდენდა და ტოქსიკური ნივთიერებები სიცილიიდან ჩინეთში გაჰქონდა. ამ ინფორმაციას  BBC ავრცელებს.

დანაშაულის სქემის გასაშიფრად 4 წელი დასჭირდათ. საქმე ჩინეთიდან იმპორტირებული ფეხსაცმლის დახმარებით გაიხსნეს.ფეხსაცმელში ის ტოქსიკური ნივთიერებები აღმოჩნდა, რომლებიც სიცილიიდან ჩინეთში გაიგზავნა, შემდეგ კი მისგან ფეხსაცმელი დამზადდა.

კომენტარები