იტალიაში პოლიციელებმა 500-ზე მეტ ყავის მარცვალში 130 გრამი კოკაინი აღმოაჩინეს- BBC

იტალიაში პოლიციელებმა 500-ზე მეტ ყავის მარცვალში 130 გრამი კოკაინი აღმოაჩინეს. ყავის შეფუთვა კოლუმბიიდან იყო გამოგზავნილი. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მილანის „მალპენსას“ აეროპორტის სამართალდამცველები აცხადებენ, ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც შეფუთვაზე ადრესატად „სანტინო დ’ანტონიო“ შენიშნეს. ეს არის კრიმინალური ავტორიტეტის სახელი ფილმიდან – „ჯონ ვიკი: თავი მეორე“.

კომენტარები