იტალიაში რესტორნები, მაღაზიები და სილამაზის სალონები გაიხსნა

ტალიაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა გრძელდება.

დღეიდან მაღაზიები, სილამაზის სალონები და რესტორნები გაიხსნება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ყველა ამ დაწესებულებაში მკაცრი წესები იმოქმედებს,  ადამიანებს შორის სულ მცირე 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარებაა.

იტალიამ შეზღუდვების მოხსნა 4 მაისიდან დაიწყო. ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. , 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კოორნავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კომენტარები