იტალიაში წაბლის ეროვნული ბაზრობა გაიმართება

18-20 ოქტომბერს კუნეოში (იტალია) ჰაერი უგემრიელესი იტალიური კერძების – რავიოლეს, ბლინების, პოლენტას, ჰამბურგერების, შემწვარი სოკოს და რა თქმა უნდა – შემწვარი წაბლის არომატით იქნება სავსე.

სადღესასწაულო პროგრამა სტუმრებს ასევე კულტურულ ღონისძიებებით, მასტერკლასებით, გამოფენებით, სხვადასხვა შოუებით და კონცერტებით გაუმასპინძლდება.

წყარო: „kedem.ru“

კომენტარები