იტალიაში ჯანდაცვის მუშაკებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება სავალდებულო გახდა

იტალიაში ჯანდაცვის მუშაკებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება სავალდებულო გახდა.

იტალიის მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებული განკარგულებით, ჯანდაცვის მუშაკები, მათ შორის ფარმაცევტები, ვალდებულნი არიან ვაქცინა გაიკეთონ,  უარის შემთხვევაში,  შესაძლოა, წლის ბოლომდე მუშაობის უფლება შეუჩერდეთ.

„ამის  მიზანია, მაქსიმალურად დავიცვათ როგორც სამედიცინო პერსონალი, ასევე მათ გარშემო მყოფი პირები, სადაც ინფიცირების რისკი მაღალია“, – აღნიშნულია იტალიის მთავრობის განცხადებაში.

კომენტარები