იტალიელი ვირუსოლოგი: „კორონავირუსი მუტირებს და სუსტდება. კორონავირუსის ,,მეორე ტალღა” არ იქნება“

კორონავირუსი მუტირებს და სუსტდება. ვირუსოლოგები ვარაუდობენ, რომ ვირუსის ხელახალი აფეთქება, ე.წ. ,,მეორე ტალღა” არ იქნება.

ამ ინფორმაციას იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებელი, RAI-ი ავრცელებს.

-„ჩემი ლაბორატორიის თანამშრომლები დაინტერესდნენ, რატომ შემცირდა მძიმე შემთხვევების რაოდენობა და გაიზარდა ისეთი პაციენტების რიცხვი, რომელთა მკურნალობაც სახლის პირობებშია შესაძლებელი.

,ჩვენ პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ. ერთმანეთს შევადარეთ 100-100 პაციენტის მონაცემები. პირველი ასეული კორონავირუსის დიაგნოზით ჰოსპიტალში 1-15 მარტს მოხვდა, მეორე ასეული მაისის მეორე ნახევარში. აღმოჩნდა, რომ ვირუსისაგან გამოწვეული დატვირთვა ორგანიზმზე ეპიდემიის საწყის ფაზასთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული. 

 ანალოგიურ დასკვნამდე მივიდნენ ლონდონელი მეცნიერებიც. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი ძალიან პლასტიკურია და ადვილად ადაპტირდება ადამიანის ორგანიზმთან, იგი სხვადასხვა სახის მუტაციებს განიცდის და მის დასუსტებას იწვევს.

მოსალოდნელია, ეს პროცესი ვირუსის პათოგენური პოტენციალის მნიშვნელოვან შემცირებამდე მიგვიყვანოს, როგორც ეს აქამდე არაერთი ვირუსის შემთხვევაში მომხდარა. ისინი ერგებიან ორგანიზმს და სუსტდებიან და ნაკლებად აგრესუილები ხდებიან.

ჩემი ვარაუდით, თუ ვირუსის მუტირებისა და დასუსტების პროცესი ამ ტემპით გაგრძელდება, ,მეორე ტალღა დიდი ალბათობით, არ იქნება“,  – განაცხადა მილანის უნივერსიტეტის Vita-Salute San Raffaele პრორექტორმა, მასიმო კლემენტიმ.

 

კომენტარები