იტალიის სამხრეთ სანაპიროზე, 4.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

25 ოქტომბერს, ტირენიის ზღვაში, იტალიის სამხრეთ სანაპიროზე, 4.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამ ინფორმაციას იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი (INGV) ავრცელებს.

მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

7 ოქტომბერს, INGV- ს სპეციალისტებმა კალაბრიაში, კატანზაროში 4 მაგნიტუდის მიწისძვრა დააფიქსირეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სკოლების ევაკუაციის ბრძანება გასცა.

ერთი კვირის წინ 3.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა სიცილიაში, კატანიის პროვინციაში

კომენტარები