იტალიის ყველა აეროპორტი ტურისტებს 3 ივნისიდან მიიღებს

იტალიის ყველა აეროპორტი ტურისტებს 3 ივნისიდან მიიღებს.

„3 ივნისიდან შესაძლებელი იქნება ყველა აეროპორტის გახსნა, მაშინ როდესაც უკვე დაშვებული იქნება რეგიონული და საერთაშორისო გადაზიდვები და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვები მოიხსნება“,  – განაცხადა იტალიის ტრანსპორტის მინისტრმა, პაოლა დე მიშელემ.

იტალიის ხელისუფლება 3 ივნისიდან ტურისტები მიღებას შეძლებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, უქმდება მგზავრებისთვის სავალდებულო 14-დღიანი კარანტინიც.

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში ჩასვლაზე შეზღუდვა 15 ივნისამდე მოქმედებს.

კომენტარები