„იუდა ქრისტეს ვერ ხედავს. ურწმუნო იუდა ვერ იქნება, რელიგიურია, მას ღმერთის არსებობის სწამს, მაგრამ ღმერთი, რომელიც მას სწამს“-თეოდორე გიგნაძე 

-„იუდა ქრისტეს ვერ ხედავს.
ურწმუნო იუდა ვერ იქნება,
რელიგიურია,
მას ღმერთის არსებობის სწამს,
მაგრამ ღმერთი, რომელიც მას სწამს, იმ ღმერთს ვერაფრით ვერ აკავშირებს ქრისტესთან,
მაგალითად როგორც ნათანაელმა დააკავშირა,
ნათანაელი რომ ღმერთს ეძებს,
უცებ ქრისტეს რომ ხედავს,
ქრისტეს სიტყვებს რომ ისმენს,
იმ წამსვე კავშირი იბმევა,
ღმერთი რომელიც ნათანაელს სწამს, ის ღმერთი პირდაპირ კავშირშია ქრისტესთან,
ამიტომ დაემხობა და თაყვანს სცემს.
ქრისტეს შეცნობა ხდება ასე –
ღმერთი, რომელიც ჩვენ გვწამს, ის ღმერთი არის იესო ქრისტე.
ის ღმერთია იესო ქრისტე,
ადამიანად მოსული,
აი, ეს რწმენა თუ არ არის, მაშინ ის ღმერთი, რომელიც ჩვენ გვწამს, სინამდვილეში არის არა ღმერთი, არამედ კერპი,
რომელიც ჩვენ შევქმენით ჩვენს შიგნით,
ამიტომ ეს სიტყვები –
„ეძებდა ჟამსა მარჯვესა, რათა გასცეს იგი“, არის საშიში სიტყვები, დამაფიქრებელი სიტყვები, ჩასაფიქრებელი სიტყვები,
ეს იმიტომ დაიწერა, რომ უფრო მობილიზებული და მხნედ ვიყოთ,
ფხიზლად ვიყოთ,
რომ ეშმაკისაგან ცდუნებული არ აღმოვჩნდეთ,
მზაობა უნდა გვქონდეს, უფლის ერთგულებისა და დანარჩენს მერე უფალი აკეთებს,
იმიტომ, რომ მას, თითოეული ჩვენგანი, ძალიან და განსაკუთრებულად უყვარს“.
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ამონარიდი ქადაგებიდან, 28.04.2021
კომენტარები