იუდა

ნიკო გომელაურის ლექსი “იუდა,” რომელიც ფარისევლობის მხილებაა, დღეს განსაკუთრებით აქტუალურია

იუდა

როგორი იყო? აბა, რა ვიცი…
ასე ამბობენ – ჰქონდა წვერები.
ორი ათასი წელი განვიცდი,
ჩარევა არ ღირს, მაგრამ ვერევი:

როგორ აკოცა უფალს ლოყაზე?!
ცოტათი მაინც მორიდებოდა!
მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი,
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა!

არადა კოცნის, არადა ჰყიდის…
იცის – მოკლავენ – განა შტერია
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის?
– თავის სიმცირეს ვერ მოერია…

ისტორიაში დარჩა იუდა.
დღესაც აქ არის, არ გაიგუდა! :/

ნიკო გომელაური

კომენტარები