“იუვენტუსის” ფეხბურთელები იზოლაციაში გადავიდნენ

საგანგაშო ვითარება შეიქმნა “იუვენტუსში” მას შემდეგ რაც ვესტონ მაკკენის კორონავირუსი დაუდგინდა. მას ბევრ ფეხბურთელთან ჰქონდა კონტაქტი, ამის გამო კლუბის ყველა ფეხბურთელი იზოლაციაში გადავიდა. ინფორმაციას “იუვენტუსის” ოფიციალური საიტი თავად ავრცელებს.

კლუბში აცხადებენ, რომ მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ორგანოებთან.

ფეხბურთელების ნაწილი სანაკრებო შეკრებაზე იყვნენ წასულები და სავარაუდოდ იზოლაცია მათ არ შეეხებათ, თუმცა ეს განცხადებაში დაზუსტებული არ არის. ყოველ შემთხვევაში ამ საღამოს მაგალითად ლეონარდო ბონუჩი მონაწილეობას მიიღებს სანაკრებო შეხვედრაში ნიდერლანდებთან და ამის ამსახველი ფოტომასალა “იუვენტუსმა” სოციალურ ქსელში ამ განცხადებიდან ცოტა ხნის შემდეგ გაავრცელა.

ცნობილია ისიც, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა კრისტიანო რონალდოს, რომელსაც სიმპტომები არ აქვს. რონალდო სანაკრებო შეკრებაზე იყო წასული. ის ნაკრებს ჩამოშორდა და ტურინში დაბრუნდა, სადაც თვითიზოლაციის რეჟიმში განაგრძობს მკურნალობას

კომენტარები