„იუვენტუსი“ 24 აგვისტოს საკუთარ სასტუმროს გახსნის

 იტალისი ჩემპიონი ტურინის „იუვენტუსი“ 24 აგვისტოს საკუთარ სასტუმროს გახსნის.

სასტუმროს სახელწოდება – J Hotel იქნება. „ბებერი ქალბატონი“ პირველი იტალიური გუნდია, რომელსაც საკუთარი სასტუმრო ექნება.

ნაგებობა „ალიანც სთედიუმიდან“ 500 მეტრის დაშორებით მდებარეობს. სასტუმრო  11 200 კვადრატულ ტერიტორიაზე იქნება გაშენებული.

სასტუმროში 138 ნომერი იქნება ნომერი ღამეში 116 ევრო ეღირება.

J Hotel-ში ფეხბურთელებიც სურვილისამებრ იცხოვრებენ, მაგალითად ის მოთამაშეები, რომლებიც ტურინში ჯერ კიდევ სახლის ძიებაშია არიან: აარონ რემზი და ადრიენ რაბიო.

ასევე, სასტუმროში იცხოვრებს მაურიციო სარი, რომელსაც სურს კლუბის ბაზასთან რაც შეიძლება ახლოს იმყოფებოდეს.

კომენტარები