იუნა შაფათავა: “ამას თქვენთვის ვწერ, ვიგინდარებო, თანამდებობის და ფულის გიჟებო! “

ამერიკაში მცხოვრები მსახიობი იუნა შაფათავა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ქვეყანას სახალხო რევოლუცია სჭირდება იმისათვის, რომ ხალხზე ზრუნვა დაიწყოს.

“ძალიან გავბრაზდი. დილის 6-ზე არ უნდა ვფიქრობდე ამას, მაგრამ მაინც დავწერ, იმიტომ რომ მეკუთვნის დაწერა.

რაც არ უნდა ბოზი და სახელები მიძახოთ, ორივე მართლა ბოზებით დაკომპლექტებულმა ბანაკმა,
საქართველო არასერიოზული ქვეყანაა და ამიტომ არასერიოზული პოზიციონირება გვაქვს მსოფლიოში. ერთეული მოქალაქე, რა გინდა მაგარი იყოს, ქვეყნის სახელს ვერ გაალამაზებს. სულ რატომ უნდა მეკითხებოდნენ – სულ ომია ხომ თქვენთან?! სულ რატომ უნდა ვინერვიულო ჩემ ოჯახზე. მნიშვნელობა არ აქვს,რომელ წევრზე.
გავჩუმდები იმაზე, რომ ელემენტარულად კულტურული კონტაქტი არ არსებობს, ჩუმად ჩემით ვაკეთო რასაც ვაკეთებ, თქვენ რისი გამკეთებლები ხართ საერთოდ, საერთაშორისო მასშტაბით, რომელიმე სფეროში, კი ვიცი.
იცის ეგ დეამაც, სოფიკომაც. 43 წლის ვარ მეც და დეაც და სოფიკოც – 30ის.
განა იმიტომ ვწერ, რომ ან ვიწუწუნო ან რამე ამდაგვარი. უბრალოდ, იმდენ სხვადასხვა სფეროში მიმუშავია მეც იქ და ჩემ დებს იმდენ სფეროსთან და ხალხთან გვქონია შეხება, გულზე ხელის დადებით ვამბობ: მეცოდება ეგ ქვეყანა. nomini sunt odiosa – სახელების გარეშე, საკადრო პოლიტიკა ყველა დარგში, ყველა დონეზე არის უსირცხვილესი. სადაც არ გაიხედავ – ვირი ვირზე ზის და თან რა გონორით!  რა გაგიკეთებიათ, რით დაგიმსახურებიათ, რა “როჟებით” დადიხართ, ვინ ხართ საერთოდ, საიდან მოეთრევით, ნამუსი არ გაქვთ ვიცით, მაგრამ მეცოდება საქართველო და მისი ყველა რიგითი მოქალაქე.
არ იფიქროთ, რომ ვინმე დებილია.
გუშინდელი არჩევნები რა გიხარიათ, mtv goes on მარაზმშია ქვეყანა. ნაცებს რა მოსპობს დღევანდელ მთავრობაში, იმდენი ვირისშვილი ორ ბანაკზე მუშაობს. თან ისე ღიად, ისე ნაგლად, ისე პატივნაცემი
და გინდ საგარეო საშინაო თავდაცვის უწყებებში. ერთი ის ცირკი საზღვარზე რად ღირს. ან ეს სასაზღვრო პოლიტიკა, ან საგარეო პოლიტიკა! სალომე მარტო რას იზამს შინაურ საგარეო მტრებთან, ან პარლამენტი, ან მინისტრები.
მძულს ამაზე წერაც და დროის დაკარგვა, მაგრამ ვალდებულად ვთვლი თავს, ეს ვაკეთო, იმიტომ რომ აღარ არსებობს ეპოლეტი, მივიდე და ჩამოვახიო მხრიდან ვიღაც ვიგინდარას, კაცი რომ ჰგონია თავი და ჩემი ოჯახის და ქვეყნის ბედს წყვეტს, ან ხლთათმანი ვესროლო სახეში, რომ მიხვდეს, რა არაკაცია.
ქალიც აღარ არსებობს იმ “უმაღლეს დონეზე”, მხოლოდ ვიღაცის ყოფილი და მუდმივი ესკორტ-ქალები.
თავბრუ მეხვევა, ამ უნიჭო და უნიათო ხალხის იმედზე როა ჩემი ოჯახის ბედი, და ქვეყნისაც, არ აქვთ უფლება, გაუნათლებელ და თან სათავისოდ მოარსებე ვიგინდარებს, გადაუწყვიტონ ხალხს, საარსებო და ცხოვრების პირობები, დახაზონ საზღვრები და წერონ და გაატარონ კანონები.
და ამას ვწერ თქვენთვის, ვიგინდარებო, დღეს რომ თავი მეფე გგონიათ და გუშინაც იყავით და ხვალაც იქნებით მოუშორებელი ჭირები, არავიძეები.
აუ, მართლა რამდენნი ხართ, ეს უსახო უპრინციპო ვიგინდარები!
ხალხი დებილი არაა, მაგრამ მიმაჩმორეს, მიმაჩმორა ხვალ კიდევ ერთი მიჩმორებული მოადგება კარს მუდმივად აფერისტი მატყუარების პონტია, იმ სხვაობით, რომ მინისტრობანას თამაშობთ და ხალხის ბედს ეთამაშებით.
როგორც საქართველოს მოქალაქე, თავს ვალდებულად ვთვლი, ეს ვწერო.
მე ჩემ საქმეს ვაკეთებ, ჩემი თავი თქვენს დროებით პოსტებზე მეტად მიყვარს და პატივს ვცემ ყველას, ვინც თავის საქმეს აკეთებს.
გპირდებით, სულ ასე არ იქნება. не всё коту масленица. ეს ერთი და იგივე მობეზრებული სახეებიც ჩვენი ბედის ” ღმერთების” შეიცვლება, თვითმარქვიებო!
გუშინდელო გურამ შეროზიებო, დღეს პარლამენტარებო, ბულინგით გაკეთებულო სახელებო!
მართლა რევოლუცია უნდა საქართველოს, დიდი, სახალხო რევოლუცია, რომ ოდესმე, ხალხისთვის იყოს საქართველო და მართოს ხალხმა და იზრუნოს საკუთარ ბედზე, არ აჭამოს საკუთარი ცხოვრება ზუნზღლიან ვიგინდარებს.
თანამდებობის და ფულის გიჟებო, რაც არ უნდა რეგალია მიიწეროთ, მახინჯი ქალი პლასტიკურს რომ იკეთებს, რომ გალამაზდეს და შინაგანად ისევ კომპლექსიანია, ისე შინაგანად ის ბოღმა ვირი ვანოები და არარაობები ხართ და ვერ შეიცვლება ბოღმით გაკეთებული, ხალხის სასიკეთოდ.
მოვა დროც, ეპოლეტსაც ჩამოგახევთ და პანჩურსაც ამოგარტყამთ, საქმით! ვირმა რა იცის, ხელთათმანის სროლა რა დამამცირებელია, მოფერება ეგონება!” – წერს მსახიობი.

კომენტარები