იუნესკომ ბაბილონი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იუნესკომ ანტიკური იმპერიის, მესოპოტამიის ერთ-ერთი ქალაქი ბაბილონი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ამის შესახებ ორგანიზაცია Twitter-ის გვერდზე წერს.

ეს გადაწყვეტილება იუნესკოს 43-ე სესიის კომიტეტზე მიიღეს, რომელიც ბაქოში იმართება. ერაყის მთავრობა 40 წლის განმავლობაში ცდილობდა, რომ ბაბილონი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეეტანათ, მაგრამ იუნესკომ 5-ჯერ თქვა უარი, რადგან ქვეყნის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა.

ბაბილონი, რომელიც ბაღდადიან 85 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, ძველი მსოფლიოს ეკონომიკური და კულტურული ცენტრი იყო.

 

 

კომენტარები