იური ლუცენკო: „სააკაშვილთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება არ შეცვლილა, მას ისევ მოღალატედ ვთვლი“
გაზეთ «РБК-Украина»-ს მთავარი რედაქტორი სერგეი შერბინა, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, უკრაინელ პოლიტიკოსსა და სახელმწიფო მოღვაწეს, იური ლუცენკოს, საქართველოს ექს-პრეზიდენტ, ოდესის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კითხვას უსვამს. კერძოდ, ჟურნალისტს აინტერესებს, მისაღებია თუ არა მისთვის, რომ უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.
კითხვას ლუცენკო კომენტარის სახით პასუხობს:
„ჩემი დამოკიდებულება სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების მიმართ არ შეცვლილა, სააკაშვილს ისევ მოღალატედ ვთვლი“.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნების დოკუმენტს ხელი მოაწერა. თავად მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს ამის გამო მადლობა გადაუხადა.