იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს რომ ვუყურებ, ის “სხოდკაა” გამოხუხული, ოღონდ არსენა გვაცლიდა პასუხის გაცემას.

გია გაბრიჩიძე :

“სხოდკა

1990 წელს, როდესაც ჯაბა იოსელიანის “მხედრიონი” ზვიად გამსახურდიას ებრძოდა, რათა პრეზიდენტად გასვლაში ხელი შეეშალა, (ასეთი დავალება იყო უშიშროებიდან), გამსახურდიას მხარეს იჭერდა “თეთრი გიორგი”, დაახლოებით ისეთივე ჯამაათი რაც “მხედრიონი” იყო.
ჯაბამ, როგორც ყოფილმა ქურდმა, ძველი მეგობრებისთვის დახმარების თხოვნა გადაწყვიტა, ურთიერთობის გასარკვევად შეხვედრა დაინიშნა “თეთრი გიორგის” მაშინდელი დისლოკაციის ტერიტორიაზე, წოდორეთში, სატყეო დეპარტამენტის მიტოვებულ ლაბორატორიის შენობაში. შეხვედრაზე მოსულ “მხედრიონელებს” მოყვენ ქურდები: თამაზ ჯალიაშვილი, ბუჭა ბოჭორიშვილი, ჯემალ მიქელაძე(არსენა), რობიზონ არაბული, გია დიაკვნიშვილი, გია დათუნაშვილი და კედევ ერთი იყო, გვარი და სახელი არ მახსოვს, მეტსახელად “немой”, ხმა არ ამოუღია ისე დაიშალა სხოდკა.
“მხედრიონის” და “თეთრი გიორგის” მხრიდან დაახლოებით ასე 30-30 კაცი იქნებოდა.
სხოდკამ გადაწყვეტილება ვერ მიიღო, ჩაიშალა დიდი აყალმაყალით. ჯაბას მაშინ არაფერი გამოუვიდა და 1 წელიწადში ზვიადი პრეზიდენტი გახდა რადგან მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ აირჩია არჩევნებით, რომლის მსგავსი თავისი სამართლიანობით მას მერე არც ჩატარებულა. ე.წ. “კარუსელი” მაშინ მხოლოდ მუშტაიდში თუ ქონდა ხალხს ნანახი, მოსყიდვაზე ხო კომუნისტებსაც არ მოსვლიათ თავში აზრი.
ეხლა რატო მოვყევი ეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს რომ ვუყურებ, ის “სხოდკაა; გამოხუხული, ოღონდ არსენა გვაცლიდა პასუხის გაცემას.

კომენტარები