„იქნება შემთხვევები, როდესაც გვეყოლება ინფიცირებული აბიტურიენტი, სპეციალურად გამოყოფილი სივრცეები გვაქვს იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც ტემპერატურა“-სოფო გორგოძე

2021 წლის გამოცდების განრიგი ცნობილია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ განაცხადა.

-„როგორც შარშან წელსაც წელსაც ვართ პანდემიის პირობებში. გარკვეული რეკომენდაციების დაცვა მოგვიწევს, იქნება შემთხვევები, როდესაც გვეყოლება ინფიცირებული აბიტურიენტი, შარშანდელთან შედარებით მოველით, რომ ეს იქნება უფრო მეტი, ვიდრე ერთი და ორი აბიტურიენტი. გვექნება ფარები, რომლითაც დაცული იქნება თითოეული მერხი. ვფიქრობ, წელს კიდევ უფრო მეტად მომზადებული ვიქნებით ამ პროცესისთვის, ვიდრე ვიყავით შარშან. გამოცდების ცენტრი რამდენიმე სქემაზე მუშაობს. საბოლოო დეტალები ზუსტდება. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, განათლების სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად გადაწყდება საბოლოოდ ეს საკითხი. ვფიქრობ, დაახლოებით ერთ, მაქსიმუმ ორ კვირაში გვექნება ერთობლივი ბრიფინგი, ყველა ის საკითხი, რაც „კოვიდთან“ არის დაკავშირებული, უკვე დეტალურად იქნება გავლილი და დეტალურ ინფორმაციას სწორედ მაშინ მოგახსენებთ“.

კომენტარები