„იქ, სადაც ლოცვა ფორმალურია, ლოცვა არ არსებობს-ყოველი სიტყვა თქვენი გულის სიტყვად“- დეკანოზი თეოდორე გიგნაძე 

-„იქ, სადაც ლოცვა ფორმალურია, ლოცვა არ არსებობს.
ადამიანი იმდენად არის ამ ფორმალიზმს მიჩვეული, იქიდან გამოსვლა უჭირს და სახეზე გვაქვს არა
ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობის მცდელობა,
არამედ ჩვეულებრივი მაგიური რიტუალი, რომ წაიკითხოს რაღაც მანტრასავით და ჩათვალოს, რომ ეს არის ლოცვა.
განთავისუფლდით ამ ბედურებისაგან,
განთავისუფლდით.
ყოველი სიტყვა თქვენი გულის სიტყვად აქციეთ.
ყოველი სიტყვა საშიშია,
აი, მაგალითად, მამაო ჩვენოს ყოველი სიტყვა არის საშიში,
რას ამბობ, წარმოიდგინე!
ვის ეუბნები მამას?
ყველაფრის საფუძველთა საფუძველი სინანულია,
ამ დროს, ჩვენი შვილობა, სწორედ სინანულში რეალიზდება,
და არა ფორმალურ მამაო ჩვენოში
და ქრისტეს, როგორც ღმერთის დანახვა, დღეს ჩვეულებრივად არის შესაძლებელი,
იმიტომ, რომ, ის, ყოველი მონათლული ადამიანის გულში იმყოფება
და რეკს, ეგებ ვიღაცამ ისმიონოს.
ქრისტე, როგორც ღმერთი ჩვენთან არის
და კომუნიკაცია მასთან, როგორც ღმერთთან, შესაძლებელია, რა თქმა უნდა.
დღევანდელი მეზვერის მაგალითი, ამის იგავური სახეა,
ფიზიკურად არ უნახავს ქრისტე, მაგრამ გულში გამართლებული გამოვიდა,
რა თქმა უნდა, ეს განცდაა
– და ეს განცდა რა არის?
-ეს განცდა ზეციური მამის რეალიზებული შვილობის განცდაა.
ასეთ დროს, ეს ცხოვრება, თითქოს გაიწევა თავისი განსაცდელებით და საცდურებით და
პირდაპირ ღმერთი ჩნდება
და შენს გულში ხდება ეს.
ჩვენი გულის მზერა თუ ღვთის საყდრამდე არ ავიდა,
ეს ცხოვრება ძალიან მძიმეა
და გამოსავალი, რომ ღმერთი არ დავკარგოთ არაფორმალური, ნამდვილი ლოცვაა,
რომელიც მთელს ამ სამყაროს გასწევს
და პირდაპირ ცა გაიხსნება ჩემთვის“.
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ამონარიდი ქადაგებიდან, 21.02.2021
კომენტარები