იცოდე, რომ არავისთვის თვალის გასწორება არასდროს გაგიჭირდებაო

ნაღდად ბევრჯერ მოსაყოლი ამბავია: თურმე პაოლოს სიკვდილის შემდეგ, ტიციანი ძალიან, ძალიან შფოთავდა. ბოლოს დაიბარეს. მივიდა. ხომ წარმოგიდგენიათ, რას ეტყოდნენ და როგორ: ახალგაზრდა პოეტი ხარ, ნიჭიერი, მიდი, დაწერე, რომ პაოლო მტერი იყო, ის მაინც მკვდარია, რაღას უშველი, იფიქრე ცოლზე, შვილზე… ტიციანმა ხელი არ მოაწერა, არაფერი დაწერა, ვერ დაწერა. შინ დაბრუნებული უკვე ძალიან მშვიდი ყოფილა, მთავარი ზნეობრივი დილემა გადაჭრილი ჰქონდა და პატარა შვილისთვის, ნიტასთვის უთქვამს – მე და დედა შეიძლება,მალე ვეღარ გვნახო, მაგრამ იცოდე, რომ არავისთვის თვალის გასწორება არასდროს გაგიჭირდებაო

კომენტარები