იცოდით, რომ ლეღვი ხილი არ არის?

– “დიახ მარტივ ენაზე რომ აგიხსნათ ლეღვი მისი ხის ,,შებრუნებული” ყვავილია….

ყველასთვის ცნობილი ფაქტია, ლეღვის ხეები არ ყვავის ისე როგორც სხვა დანარჩენი ხილი…ვაშლი,მსხალი,ალუბალი და ასე შემდეგ მას მეტად ცნობისმოყვარე ისტორია აქვს…
პირველი,ის რომ ბოტანიკურად და მეცნიერულად იგი არ არის ხილი,არამედ სხვადასხვა ხილის ნაკრები მის ნაყოფში.მეორეც,გამრავლებისთვის და ნაყოფის სიმწიფისთვის მათ სჭირდებათ ,,მკვდარი კრაზანა” სპეციალური პატარა თვალით შეუმჩნეველი მწერი, რომელიც მხოლოდ ლეღვის ნაყოფის საშუალებით მრავლდება და ბოლოს შიგნით კვდება.
ლეღვი,რასაც ჩვენ ხილს ვუწოდებთ სინამდვილეში ყვავილია,რომელიც ყვავილობს ამ დიდი მუქი მოწითალო კვირტის შიგნით(ან თეთრი) თითოეული მისი ყვავილი აწარმოებს ერთ ნაყოფს და მის შიგნით სხვა ახალ ტექსტურას,რომელიც უამრავი თესლისგან შედგება.თუმცა ყველაზე საინტერესო მაინც მისი დამტვერვის პროცესია,რომელიც აუცილებელია მისი ყვავილების გასამრავლებად.მათ არა აქვთ სხვა მცენარეების მსგავსად დამტვერვის თვისება და არ შეუძლიათ იყვნენ დამოკიდებულები ქარზე ან რომელიმე სხვა მწერზე… გასამრავლებლად აუცილებელია სპეციალური კრაზანა,რომელიც მხოლოდ იმისთვის არსებობს,რომ მისი კვერცხები ნაყოფში დატოვოს და თვითონ კი შიგნით მოკვდეს…მათ არ შეუძლიათ ლეღვის გარეშე არსებობა,ამ ურთიერთობას სიმბიოზი ეწოდება…
უნდა აღვნიშნო ისიც რომ ამჟამად ამ ხილის ნერგების მწარმოებელთა აბსოლუტური უმრავლესობა იყენებს ქიმიურ თანამედროვე მეთოდებს მისი გამრავლებისა თუ მყნობისა და არ საჭიროებს ,,ლეღვის კრაზანის” ჩარევას(იშვიათად არიან წარმოებაში ბუნებრივად გამოყვანილი ნერგები) მისი ბუნებრივი დამტვერვის და გამრავლების მეთოდები ქიმიური საშუალებებით ნერგებშივე აქტიურდება…
P.S გიყვართ ლეღვი? 😊 😍” –  წერს სოციალურ ქსელში ალისა ელიაშვილი
კომენტარები