იცოდით რომ?

ამას რომ გაიგებთ, ოჯახში კბილის პასტის მარაგს გაიორმაგებთ. გარდა იმისა, რომ ის პირის ღრუს მოვლის ტრადიციული საშუალებაა, მისი გამოყენება სხვა საოჯახო საქმიანობაშიც ეფექტურია.

თუ ჭუჭყიან ხალიჩას  ჯაგრისითა და კბილის პასტით დაამუშავებთ. შემდეგ კარგად გაწურული სველი ტილოთი გაწმინდავთ, ლაქების კვალიც აღარ დარჩება.

გაჩხაპნილი DVD ან CD დისკი კბილის პასტით ცენტრიდან კიდემდე მიმართულებით ნაზად გავწმინდოთ,  სუფთა წყლით ჩამოვრეცხოთ და მიკროფიბრის ტილოთი გავამშრალოთ.

კბილის პასთეთრი ლაქებით დაფარული ავეჯის საუკეთესო გამწმენდი საშუალებაა. შესაძლოა პროცედურის რამდენჯერმე ჩატარება გახდეს საჭირო.

თერმოსებსა და ბოთლებიდან ამოყავს ნადები. ჯერ ჯაგრისითა და კბილის პასტით გაწმინდავთ, შემდეგ ცხელი წყლით გამორეცხავთ.

 

მას საუკეთესოდ ამოყავს ლაქები თეთრი პერანგის საყელოდან.

გაყვითლებულ ფრჩხილებს გაახალისებს და ჯანსაღ შესახედაობას მისცემს.

კბილის პასტა, ასევე, ნაზი იუველირული ნაკეთობების ჟანგისგან, სიმუქისგან და ნადებისგან გაწმენდის საუკეთესო საშუალებაა.

არ დაგავიწყდეთ, რომ კბილის პასტა აუცილებლად თეთრი უნდა იყოს.

წყარო: bigpikcha.ru

კომენტარები