„იხვეწებიან, პარლამენტში შემოდითო. რატომ?! იმიტომ, რომ ხვდებიან, უცნაური რაღაც რომ ხდება“- თამარ ჩერგოლეიშვილი

-„ამდენი ხანი ოპოზიციას რადარებიდან აქრობდნენ, ყველა წინასაარჩევნო დაპირება ეს იყო, ახლა იხვეწებიან, პარლამენტში შემოდითო. რატომ?! იმიტომ, რომ თვითონაც ხვდებიან, უცნაური რაღაც რომ ხდება. ქვეყანა უზარმაზარ კრიზისში შედის. პრინციპში, უკვე არის, მაგრამ ამის შედეგები უფრო და უფრო გამოჩნდება. აქამდე, ზაფხული იყო, ხალხი კიდევ რაღაცას ხარჯავდა, ახლა ზამთარია გადასავლელი, გაზაფხულზე აქ რა მოხდება, კაცმა არ იცის, პარლამენტში ასე მარტო ჯდომა როგორია?! შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნები.

რატომ იხვეწებიან კალაძე და დანარჩენები გაგიჟებული, პარლამენტში შემოდითო, – თვითონაც ხვდებიან, უცნაური რაღაც რომ ხდება“, – განაცხადა შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს ხელისუფლებისთვის იმის თქმას, რომ მან ძალაუფლება დათმოს, თუ ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას დათანხმდება, ეს ნიშნავს, მან არჩევნები გააყალბა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა:

-„ეს ძალიან მარტივად, მილიონნაირად შეიძლება, შეიფუთოს, – რომ ქვეყანაში ასეთი კრიზისია, ქვეყანა ორად არის გახლეჩილი, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება ვერ თანხმდება და გამოსავალი არჩევნებია.

საქართველოს წინსვლისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია „ეგომანიაკების ახირებებისაგან თავისუფალი, დემოკრატიული ოპოზიციური ცენტრის შექმნა“.

ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ჰქონდეს დასავლეთის და ქართველი ხალხის მხარდაჭერა.

მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში უნდა დაბრუნდეს და ხელისუფლებაშიც უნდა დაბრუნდეს, ქართველი ხალხი თუ აირჩევს“.

კომენტარები