კადრები, რომელსაც ოცი დღე ვეძებდით!

ფეისბუქის გვერდი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს რომ ხელისუფლებამ მათ სროლა აუტეხა იმ დროს, როდესაც ლიდერები მომიტინგეების წინაშე ხელისუფლებასთან შეხვედრის დეტალებს ათანხმევბდნენ – კადრები, რომელსაც ოცი დღე ვეძებდით!
ამ უწყვეტი კადრებით მთლიანად ნადგურდება ხელისუფლების პროპაგანდა, თითქოს სროლა იმიტომ დაიწყეს, რომ დემონსტრანტები პარლამენტში შეჭრას ვცდილობდით.

პირიქით, ამ უწყვეტ კადრებში ჩანს, რომ ხელისუფლება გვთავაზობდა შეხვედრას, რასაც ჩვენ ვათანხმებდით ხალხთან და სწორედ ამ დროს ატეხა სროლა ივანიშვილ/გახარიამ” – წერია პოსტზე, რომელსაც ვიდეოკადრები აქვს დართული.

კომენტარები