კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას გაციების გამო ვერ დაესწრო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას გაციების გამო ვერ დაესწრო.

„პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას სამი დღის წინ ჰქონდა ვირუსული ინფექცია და მაღალი ტემპერატურა. ექიმების რჩევით, სრულად გამოჯანმრთელების მიზნით, ისვენებს. ილია მეორე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა და რეზიდენციაში იმყოფება“,- განაცხადა პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ.

კომენტარები