კაკლის ნაყენი გაგკურნავთ და გაგაახალგაზრდავებთ! – მალხაზ ძიძიგური:

მალხაზ ძიძიგური ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 – ჩემი დაკვირვების შესახებ მოგახსენებთ:

–ერთი თვე ვსვი ჩემს მიერ დამზადებული კაკლის ნაყენი, 10 დღე შევისვენე და ახლა მეორე თვეა დავიწყე, სულ, სხვადასხვა ინფორმაციით, მინიმუმ, სამიდან ხუთ თვემდე უნდა სვას ადამიანმა.
–თავიდან ფარისებრზე კვანძების გამო დავიწყე სმა, ჰოდა, ამ რამდენიმე დღის წინ ეხო რომ გადავიღე, ექიმმა მითხრა, რატომ მოხვედი, ყველაფერი რიგზე გაქვსო. კვანძები არ გამქრალა, მაგრამ არ მომატებულა, ცოტა შემცირებულიც ჩანსო.
–გარდა ამისა, წნევას რომ თითქმის, ყოველდღე თუ არა, დღეგამოშვებით ვიზომავდი, ახლა კვირა ისე გავა, არ გავიზომავ, არ მაწუხებს და იმიტომ. რაც შეეხება ქოლესტერინს, ძალიან მქონდა მომატებული, ექიმმა დამინიშნა 20-იანი “კრესტორი,” მაგრამ მე 10-იანის სმა დავიწყე, თანაც, იცით, როგორ, სამ-ოთხ დღეში ერთხელ, ხანდახან კვირა ისე გავიდოდა, არ ვსვამდი ამ პრეპარატს, მერე კი სულ მივატოვე.
–ექვსი თვის შემდეგ ჩავიტარე გამოკვლევა და ისეთ ნორმაზე მქონდა, ახალგაზრდა კაცი რომ ინატრებდა.
–არ ვამბობ, რომ პანაცეაა ეს ნაყენი, მაგრამ აბა, რას დავაბრალო ეს სასიკეთო ცვლილები?
–ნაყენის დამზადება მასწავლა ჩემმა უახლოესმა მეგობარმა, რომელიც ერთმა ჭკვიანმა, დიდი გამოცდილების მქონე ებრაელმა ექიმმა დააკვალიანა:
–გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულის გარიჟრაჟზე, როცა ნიგოზი ნეკა თითის ზედა ნაწილის სიმსხო გახდება, უნდა მოკრიფოთ 40 ცალი(მე ცოტა მეტი, 60 კაკალი გამოვიყენე), დაუჭრელად(მე შუაზე გავჭერი) ჩაყარეთ სამ ლიტრიან ქილაში და შეავსეთ სამედიცინო სპირტით ისე, რომ ქილას ზემოდან დააკელით სამი თითის დადება, დაახურეთ თავზე ჩვეულებრივი სახურავი, პლასტმასის, მერე შეფუთეთ კარგად, ჩამარხეთ მიწაში, ან სადმე ისეთ ადგილას დადეთ, მზის სინათლის ნატამალიც რომ არ მოხვდეს(მე შავად შეღებილ რკინის ყუთში მივუჩინე ადგილი,) გააჩერეთ 45 დღე, მერე გადაწურეთ და მიიღეთ ერთი პატარა ჩაის კოვზით ჭიქა(200 გრამი) წყალში გახსნილი ჭამამდე 40 წუთით, ან ერთი საათით ადრე დღეში ორჯერ, დილა-საღამოს, მე სამჯერ ვსვამდი ერთი თვე, ახლა ისევ ორჯერ ვიღებ.
–სცადეთ, იქნებადა ბებერი ისე გაგაახალგარზდავოთ, ბორდელში წაყვანა სთხოვოთ შვილიშვილს, ახალგაზრდა კი კაჟივით გაგხადოთ!
–არ მინდა მადლობა, ჯერ იჩალიჩეთ!
წყარო:

 

კომენტარები