კალიფორნიის შტატში სონომას ოლქში ძლიერი ხანძარია. არნოლდ შვარცნეგერი მეხანძრეებისთვის ფაფას ხარშავს და ურიგებს

კალიფორნიის შტატში  სონომას ოლქში ძლიერი ხანძარია. ცეცხლი, ერთერთი ელექტროსადენი დაზიანების შედეგად გაჩნდა.

ლოკალიზებულია ხანძრის 10%, თუმცა ცეცხლის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობს.

ელექტროენერგიის მიწოდება  მილიონამდე ადამიანს შეუწყდა. მოსალოდნელია, რომ უახლოეს საათებში ელექტროენერგია კიდევ მილიონამდე ადამიანს შეუწყდება.

კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა შტატში ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ხანძარი ლოსანჯელესს უახლოვდება და ათობით ათას შენობას ემუქრება. ​ შტატის ჩრდილოეთით 180,000-მდე ადამიანს სახლების დატოვება უბრძანეს.  

ევაკუირებულთა შორის არიან კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცნეგერი და კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი

ლებრონ ჯეიმსი ევაკუაციის შემდეგ ოჯახთან ერთად თავშესაფარს დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა

არნოლდ შვარცნეგერმა twitter-ზე დაწერა :

„სახლის დატოვება ღამის 3 საათზე მომიწია. დიდი მადლობა მაშველმეხანძრეებს“.

ის მეხანძრეებისთვის ფაფას ხარშავს და ურიგებს.

კომენტარები