გვინეის ყურეში, მეკობრეებმა მეზღვაურები გაიტაცეს
კამერუნში, გვინეის ყურეში, მეკობეებმა ჩინელი და უკრაინელი მეზღვაურები გაიტაცეს. მეკობრეები ორ სავაჭრო გემს დაესხნენ თავს. ამ ინფორმაციას france24-ი ავრცელებს.
თავდასხმა პორტ დუალთან მოხდა. პორტ დუალი მსოფლიოში კრიმინალების თავშეყრის ერთ-ერთი ცხელი წერტილია.
კამერუნის უსაფრთხოების ძალებმა გატაცებულების ძებნა დაიწყეს.