კამ­პა­ნი­ას Spend your summer in georgia ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნიები შე­უ­ერ­თდნენ

კამ­პა­ნი­ას Spend you rsummer in georgia რამდენიმე ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია შე­უ­ერ­თდა, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ქარ­თუ­ლი ტუ­რიზ­მის კრი­ზი­სუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­საყ­ვა­ნად და ეკო­ნო­მი­კის მხარ­და­სა­ჭე­რად ქარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას გა­დამ­წყვე­ტი როლი ეკის­რე­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ყვე­ლამ თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში ხელი შე­უ­წყოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ად­გი­ლობ­რი­ვი თუ უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტის მოგ­ზა­უ­რო­ბას.

„ნი­კო­რამ“ გა­მო­ა­ცხა­და კონ­კურ­სი. 8 გა­მარ­ჯვე­ბულს სვა­ნე­თის და­უ­ვი­წყა­რი, თავ­გა­და­სავ­ლე­ბით სავ­სე სამდღი­ა­ნი ტუ­რის საგ­ზუ­რი გა­და­ე­ცათ. ეს არის  მათი წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბა, რომ ად­გი­ლობ­რივ სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ებს და რეს­ტორ­ნებს მხარ­ში დად­გო­მოდ­ნენ. კონ­კურ­სის პი­რო­ბის თანახმად, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მომ­ხმა­რებ­ლებს უნდა გა­ნე­თავ­სე­ბი­ნათ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ლა­მა­ზი და შე­და­რე­ბით უც­ნო­ბი ად­გი­ლე­ბი­სა და ღირ­სშე­სა­ნი­შა­ო­ბე­ბის ფო­ტო­ე­ბი ჰეშ­თე­გით spendyoursummeringeorgia – მო­ი­ნა­ხუ­ლე­ სა­ქარ­თვე­ლო.  გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებ­მა 12-13-14 ივ­ლისს სვა­ნეთ­ში იმოგ­ზა­უ­რეს.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა მიე­ცათ, ახ­ლობ­ლებ­თან ერ­თად სვა­ნეთ­ში ემოგ­ზა­უ­რათ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და სა­ქარ­თვე­ლოს შე­და­რე­ბით უც­ნო­ბი ად­გი­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბი, რა­მაც ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მოგ­ზა­უ­რო­ბის სურ­ვი­ლი კი­დევ უფრო მეტ ადა­მი­ანს გა­უ­ჩი­ნა.

ივ­ლი­სი­დან შიდა ტუ­რიზ­მის ხელ­შე­სა­წყო­ბად და წა­სა­ხა­ლი­სებ­ლად „ნი­კო­რა“თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის ექ­სკურ­სი­ებს აწყობს სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში. ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში 1000-მდე თა­ნამ­შრო­მელ­ს საშუალება ექნებათ, მო­ი­ნა­ხუ­ლონ მარ­ტვი­ლი, ვარ­ძია, ოკა­ცეს კა­ნი­ო­ნი, წი­ნან­და­ლი, ილი­ას ტბა და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლე­ბი, ისარ­გებ­ლონ ად­გი­ლობ­რი­ვი, სა­ო­ჯა­ხო რეს­ტორ­ნე­ბი­სა და კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბით.

კომენტარები