კანადაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შედეგად თრომბოზის

AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ კანადაში თრომბოზის მეორე შემთხვევა დარეგისტრირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, პაციენტს სამედიცინო დახმარება გაუწიეს, უკვე გამოჯანმრთელებისკენ მიდის.

პირველი ასეთი შემთხვევის შესახებ ცნობილი 13 აპრილს გახდა. თრომბოზი განუვითარდა ქალს, რომელიც „ასტრაზენეკას“ ინდოეთში წარმოებული ვაქცინით აცრეს.

კანადის ჯანდაცვის უწყება აცხადებს, ვაქცინის გამოყენებისას მსგავსი შემთხვევები იშვიათია,  ვაქცინის უპირატესობა პოტენციურ რისკებს გაცილებით აჭარბებს.

18 აპრილის მდგომარეობით, კანადის მოსახლეობის 23%-ზე მეტს მინიმუმ ერთი აცრა  ჩაუტარდა.

კომენტარები