კანადაში უცნობი დაავადება – დაავადებას „ნიუ-ბრანსუიკში უცნობი ეტიოლოგიის ნევროლოგიურ სინდრომს“ უწოდებენ

კანადის პროვინცია ნიუ-ბრანსუიკში უცნობი დაავადების აფეთქებაა. დაავადების იდენტიფიცირება ვერც ექსპერტიზის შედეგად მოხერხდა. ძირითად თეორიად ექიმები ნეიროტოქსინებით მოწამლვას მიიჩნევენ. ჯერჯერობით დაავადებას „ნიუ-ბრანსუიკში უცნობი ეტიოლოგიის ნევროლოგიურ სინდრომს“ უწოდებენ.

ექიმებს დაავადების კლასიფიცირება არ შეუძლიათ, რადგანაც ყოველ შემთხვევასთან ერთად სიმპტომების სხვადასხვა ერთობლიობას აწყდებიან.

წერს გამოცემა The New York Times-ი.

ნევროლოგიური დარღვევების მქონე პირველი პაციენტები ქვეყანაში ჯერ კიდევ 2015 წელს გაჩნდა, ავადმყოფთა რიცხვმა ახლა 50-ს მიაღწია, 6 შემთხვევაში ლეტალური შედეგი დაფიქსირდა.50-ვე შემთხვევა ნიუ-ბრანსუიკის ორ რაიონში დაფიქსირდა.

დაავადების სიპმტომებია სწრაფად პროგრესირებადი გონებანაკლულობა და სხვადასხვა ფსიქიატრიული გამოვლინება. ასევე პაციენტები უჩივიან უძილობას, მამოძრავებელი და მხედველობითი ფუნქციების დარღვევას.

კომენტარები