კანადის კუნძულ ნიუფაუნდლენდს ძლიერმა ქარბუქმა გადაუარა

კანადის კუნძულ ნიუფაუნდლენდს ძლიერმა ქარბუქმა გადაუარა. ხელისუფლებამ სტიქიის გამო, კუნძულზე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა.

ქალაქ სენტ ჯონსში დახურულია სკოლები და ბაღები. არ მუშაობს სახელმწიფო დაწესებულებები და ბანკები. უამინდობის გამო, გაუქმდა ათობით ავიარეისი.

ნიუფაუნდლენდის კუნძულზე სულ 480 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მათგან 108 ათასი ქალაქ სენტ ჯონსში.

კომენტარები