კანადის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდის ნებართვა გასცა

კანადის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდის ნებართვა გასცა.

-„კანადის ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა ნებართვა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკურ გამოცდაზე. თუ ის წარმატებული იქნება, მას ვაწარმოებთ, გავავრცელებთ ჩვენს ქვეყანაში,“ – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ პრესკონფერენციაზე.

კანადაში კოვიდ 19-ის 75 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა უკვე იმსხვერპლა 5 595 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 37 000-მდე პაციენტი.

კომენტარები