კანაფის ზეთი დაავადებათა წინააღმდეგ
კანაფის ზეთი დაავადებათა წინააღმდეგ
კანაფის ზეთი არის ეფექტური აბსოლუტური, ნატურალური სამკურნალო–პროფილაქტიკური საშუალება. მისი რეგულალური გამოყენება საკვებში რეკომენდირებულია ოფიციალურ და სახალხო მედიცინაში.
გულსისხლძარღვთა სისტემა
კანაფის ზეთი შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, ომეგა–3 და ომეგა–6, სასარგებლო ოპტიმალური თანაფარდობით და ფიტოსტეროლებს. ამის გამო აქვს გამოკვეთილი ჰიპოქოლესტერინული მოქმედება, ანუ ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ხელს უწყობს სისხლძარღვების გაწმენდას ქოლესტერინის ბოლთებისგან. ამის გარდა კანაფის ზეთში შედის ვიტამინები C, E, B6, კალიუმი, მაგნიუმი, მანგანუმი, რომლებიც ახდენენ სასურველ ზემოქმედებას სისხლძარღვების და გულის კუნთების მდგომარეობაზე. რეკომენდირებულია რეგულარული ჩართვა კანაფის ზეთის კვების რაციონში ათეროსკლეროზით, ჰიპერტონიით, გულის იშემიით, აგრეთვე ტრომბოფლებიტით, ვენების ვარიკოზული გაგანიერებით დაავადებულებში. ეს პროდუქტი გამოიყენება როგორც ეფექტური, აქტიური საშუალება ინსულტებისა და ინფარქტების სამკურნალოდ.
სისხლის წარმომქმნელი სისტემა
კანაფის ზეთი შეიცავს ქლოროფილს, რკინას, თუთიას, რომლებიც უშუალო მონაწილეობას იღებენ სისხლის უჯრედების სინთეზის პროცესში. ეს პროდუქტი რეკომენდირებულია ანემიური დაავადებების დროს რაციონის სახით.
სასუნთქი სისტემა
გასული საუკუნის 90–იან წლებში იყო დამტკიცებული კანაფის ზეთის ეფექტურობა ზედა და ქვედა სასუნთქი ტრაქტის მკურნალობის დროს. რეკომენდირებულია კანაფის ზეთის ჩართვა ზედა სასუნთქი გზების კატარით, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტებით, ბრონქოზიტებით, პნევმონიით, ასთმით, ტუბერკულოზით დაავადებულთა კვების რაციონში.
საჭმლის მომნელებელი სისტემა
კანაფის ზეთის რეგულალური მიღება ახდენს სასურველ ზემოქმედებას საჭმლის გადამუშავებაზე. მას აქვს მსუბუქი გამაყუჩებელი, დამამშვიდებელი, შეხორცების და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. გამოიყენება გასტრიტების, კოლიტების, ენტერიტების, კუჭის და ნაწლავების წყულულოვანი დაავადებების, ქოლეცისტიტის, ბუასილის დროს. აგრეთვე კანაფის ზეთს აქვს მსუბუქი საფაღარათო მოქმედება, იგი შეიძლება შევიტანოთ კვების რაციონში შეკრულობის დროს.
ონკოლოგიური დაავადებები
1991 წელს ჩატარდა წამყვანი ონკოლოგების გამოკითხვა. გამოკითხულთა 60% კანაფის ზეთსიყენებდა კომპლექსურ თერაპიაში კიბოთი დაავადებულებისთვის, ქიმიო თერაპიით გამოწვეულიგვერდითი მოვლენების შესამცირებლად. ქლოროფილლი– ნივთიერება, რომელსაც აქვსანტისიმსივნური ქმედება, აძლევს ზეთს მწვანე ფერს.
კანი, თმები, ფრჩხილები
უპირველეს ყოვლისა; ეს ეხება სრულიად ჯანმრთელ ადამიანებს, რომლებიც ზრუნავენ თავის კანზე, თმაზე და ფრჩხილებზე. გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ დღეში ჭამამდე 2ს/კ კანაფის ზეთის რეგულარულად მიღება უკვე 2–3 კვირის შემდგომ უზრუნველყობს ჯანმრთელ რბილ კანს და მაგარ ფრჩხილებს. ხოლო თმები დაიწყებენ სწრაფ ზრდას და შეიძენენ მბზინვარებას.
კანაფის ზეთია კარგი ასევე დერმატოლოგიური დაავადებების კომპლექსური თერაპიით მკურნალობის დროს. რეკომენდირებულია კანაფის ზეთის შეტანა კვების რაციონში შემდეგი დაავადებების დროს – ვიტილიგო, ფსორიაზი, ეგზემა, დერმატიტი, აკნე. ეს პროდუქტი შეიძლება იყოს გამოყენებული კანის სიწითლის სამკურნალოდ, აგრეთვე დამწვრობის, ჩირქოვანი მუწუკების, ძნელად შეხორცებადი და ანთებითი ჭრილობების დროს.
საყრდენ– მამოძრავებელი აპარატი
კანაფის ზეთს აქვს ანტიანთებითი, დამამშვიდებელი, მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი ქმედება. ალფა–ლინოლის მჟავა, რომლითაც მდიდარია ეს პროდუქტი, ააქტიურებს კალციუმის ათვისების პროცესებს, რაც ხელს უწყობს ძვლების გამაგრებას. გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, რევმატოიდური ართრიტების, ართროზების, ოსტეოპოროზის, ოსტრეოხონდროზის, დაჭიმვების, დაჟეჟილობის, მოტეხილობის შემთხვევაში.
ქალებისთვის
კანაფის ზეთის რეგულარული მოხმარება საკვებში იწვევს წინამენსტრუალური სინდრომის ნეგატიური გამოვლინების შემცირებას, გონების გაუმჯობესებას მენოპაუზის პერიოდში. არსებობს პრაქტიკა ამ პროდუქტის გამოყენებისა კომპლექსურ თერაპიაში მენსტრუალური აშლილობის დროს, საკვერცხეების კისტის და მასტოპატიის დროს.
რეკომენდირებულია რეგულარული გამოყენება კანაფის ზეთის საკვებში ორსული ქალებისა და მეძუძური დედებისთვის. ვიტამინ E და უჯერი ცხიმოვანი მჟავები ძალზე აუცილებელია ნაყოფის სრულყოფილი განვითარებისათვის დედის მუცელში, გარდა ამისა, კანაფის ზეთი აფერხებს სითხის შეკავებას, რაც ხშირად ხდება ორსულობის მეორე ნახევარში. მშობიარობის შემდგომ ამ პროდუქტის გამოყენება საკვებში ხელს უწყობს დედის ჯანმრთელობის აღდგენას, ააქტიურებს დედის იმუნურ სისტემას, იცავს როგორც დედას, ასევე პატარას სხვადასხვა ინფექციებისაგან, აუმჯობესებს ლაქტაციას და დედის რძის ხარისხს.
მამაკაცებისათვის
კანაფის ზეთის საკვებში რეგულარული მიღება სასიკეთოდ აისახება სასქესო–საშარდე სისტემაზე. ეს პროდუქტი გამოიყენება, როგორც პროფილაქტიკური საშუალება პროსტატის ადენომის მკურნალობის დროს. იმპოტენციის, წინამდებარეჯირკვლის სიმსივნის მკურნალობის დროს.
ბავშვებისათვის
ბავშვის ორგანიზმის სრულყოფილი განვითარებისათვის აუცილებელია უჯერი ცხიმოვანი მჟავები, ვიტამინები, მიკროელემენტები. კანაფის ზეთი ცხიმოვანი მჟავების ომეგა–3 და ომეგა–6–ის ძირითადი წყაროა და აგრეთვე ვიტამინების და მიკრო ელემენტების დამატებითი წყარო. უნდა აღინიშნოს,რომ პროდუქტი სრულიად ნატურალურია და ადამიანის ორგანიზმი პრაქტიკულად სრულად ითვისებს მას.
ნერვული სისტემა
კანაფის ზეთი ახდენს სასურველ ზემოქმედებას ნერვულ სისტემაზე. რეკომენდირებულია ამ პროდუქტის მიღება საკვებთან ერთად ნერვოზების, უძილობის, ბავშვის აუტიზმის, ყოფაქცევის სხვადასხვა აშლილობის, გიპერაქტიურობის, ყურადღების დეფიციტის სინდრომის, ფსიქომოტორული რეაქციების დაქვეითების დროს.
შარდის გამომყოფი სისტემა
რეკომენდირებულია კანაფის ზეთის მიღება, საკვებთან ერთად, თირკმლების და საშარდე ბუშტის დაავადების მქონე ავადმყოფებისათვის.
ნივთიერებათა ცვლა
საკმაოდ რეგულარული მიღების შემთხვევაში კანაფის ზეთი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას. აგრეთვე რეკომენდირებულია ჩართვა რაციონში მათთვის, ვინც გასახდომად იცავს შეზღუდულ დიეტას.
იმუნიტეტი
რეგულარული მიღება კანაფის ზეთის საკვებში ხელს უწყობს ორგანიზმის დამცავი თვისებების გაძლიერებას. კანაფის ზეთი ახდენს ოპტიმიზირებულ ზემოქმედებას ადამიანის იმუნურ სისტემაზე, რომელიც მიმართულია დაავადებების მკურნალობაზე და არიდებაზე.
სპეციალისტები, რომლებიც იკვლევენ კანაფის ზეთს, ერთ აზრზე ჩერდებიან, რომ რეგულარული მიღება საკვებთან ერთად ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმში სასიცოცხლო პროცესების უდიდესი ნაწილის ნორმალიზებას.
კანაფის ზეთის გამოყენების ხერხები
ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებების მარაგის შესავსებად კანაფის ზეთს იღებენ 1 ჩ.კ. ჭამის შემდეგ 2–3 ჯერ დღეში. სასურველია შესვენება ზაფხულის თვეებში. შეიძლება ამ პროდუქტის ჩართვა კვების ყოველდღიურ რაციონში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ შემთხვევაში ზეთი არ უნდა დამუშავდეს ცეცხლზე, რომ არ დაკარგოს სასარგებლო თვისებები.
იმუნიტეტის გასაძლიერებლად და პროფილაქტიკის მიზნით, რაკომენდირებულია კანაფის ზეთის მიღება 2–ჯერ დღეში თითო სუფრის კოვზით, 2–3 კვირის მანძილზე.
სხვადასხვა დაავადებების კომპლექსური მკურნალობისას, რეკომენდირებულია ზეთის მიღება თითო სუფრის კოვზით 2–3 ჯერ დღეში ჭამამდე 20 წუთით ადრე, წყლის დაყოლების გარეშე. მძიმე შემთხვევების დროს კანაფის ზეთის მიღების კურსის დადგენამდე საჭიროა კონსულტაცია ექიმთან და კორექტირება კანაფის ზეთის დოზის, რომელიც თქვენთვის არის განკუთვნილი. შინაგანი მიღების გარდა, კანაფის ზეთი, აგრეთვე იხმარება როგორც გარეგანი წასასმელი საშუალება.
- დამწრობის შემთხვევაში დაზიანებული სხეულის ნაწილზე ადებენ კანაფის ზეთის და კვერცხის ცილის ნაზავს 1:1 შეფარდებით, 2 საათის განმავლობაში.
- კანაფის ზეთი სახამებელთან ერთად იხმარება, ჩირქოვანი კერების შემთხვევაში, როგორც ტკივილგამაყუჩებელი და შემარბილებელი საშუალება.
- თხევადი ზეთის და კანაფის ზეთის ნაზავი– საუკეთესო საშუალებაა კოჟრების სამკურნალოდ. მოხმარებამდე საჭიროა კოჟრის მოლბობა ცხელ წყალში.
- სურავანდის და წითელი ქარის დროს დაზიანებულ ადგილას იდებენ კანაფის ზეთის კომპრესს;
- ბუასილის შემთხვევაში რეკომენდირებულია კანაფის ზეთის ტამპონის შეყვანა უკანალში ძილის წინ, მთელი ღამის განმავლობაში;
- რეკომენდირებულია შეზელვა კანაფის ზეთის წელის არეში რადიკულიტის შეტევების დროს;
- მასტოპათიის შემთხვევაში რეკომენდირებულია კომპრესსი ანთებითი პროცესსის ადგილას.
- ყაბზობისა და სწორ ნაწლავში შლაკების მასის დაგროვების დროს რეკომენდირებულია ზეთის ოყნები. 38 გრადუსამდე გაცხელებული 50–100 მლ კანაფის ზეთი შეყავთ სწორ ნაწლავში, ძილის წინ მთელი ღამით.ზეთი შემოეხვევა შლაკების მასას და ხელს უწყობს მის გამოდენას.
კანაფის ზეთი, აგრეთვე რეკომენდირებულია ნებისმიერი სახის სამკურნალო მასაჟის დროს. განსაკუთრებულად ეფექტურია ართრიტების, ართროზის, რევმატიზმის, ოსტეოქონდროზის შემთხვევებში.
ეფექტის გასაძლიერებლად 1ს/კ კანაფის ზეთს შეიძლება დავუმატოთ 1–3 წვეთი როზმარინის და შროშანის ზეთი.
უკუჩვენებები
ერთადერთი უკუჩვენება კანაფის ზეთის მიღების დროს, შიეძლება იყოს ამ პროდუქტის პირადი აუტანლობა.