„კანაფის ნაერთები ადამიანის უჯრედების კორონავირუსით დაინფიცირებას ხელს უშლის, კორონავირუსის მკურნალობის…“ – კვლევა

ჟურნალ Nature Products-ში გამოქვეყნდა ლაბორატორიული კვლევა, რომლის თანახმად, კანაფის ნაერთები ადამიანის უჯრედების კორონავირუსით დაინფიცირებას ხელს უშლის, კორონავირუსის მკურნალობის პოტენციალი გაჩნდა

-„კანაფში არსებული ნაერთები – კანაბიგეროლისა და კანაბიდიოლის მჟავები, ქიმიური სკრინინგის დროს, კორონავირუსთან ბრძოლის პოტენციურ ნაერთებად გამოვლინდნენ. მჟავებმა ვირუსს ის გზა დაუბლოკეს, რომელსაც პათოგენი ადამიანების დასაინფიცირებლად იყენებს“, – განაცხადეს ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარებმა.

ლაბორატორიაში გამოცადეს ნაერთების ეფექტი ვირუსის ალფა და ბეტა ვარიანტებზე. კვლევა ინფიცირებულ ადამიანზე კანაფის ნაერთის გამოცდას არ მოიცავდა.

-„კორონავირუსის თავიდან აცილებისა და მკურნალობის პოტენციალი გაჩნდა“, – განაცხადა ორეგონის შტატის Global Hemp Innovation Center-ის მკვლევარმა რიჩარდ ვან ბრემენმა.

კომენტარები