კანდელაკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომას უწოდა „დარტყმა სააკაშვილს“

ტელეწამყვანი და „მატჩ-ტვ“-ის გენერალური პროდიუსერი თინა კანდელაკი 2 სექტემბერს სოციალურ ქსელში (ტელეგრამა)მამუკა ბახტაძის თანამდებობიდან გადადგომას გამოეხმაურა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომას მან უწოდა დარტყმა სააკაშვილის მიმართ. კანდელაკმა აღნიშნა, რომ არ გაკვირვებია მოვლენათა ამგვარი განვითარება, რადგან ბახტაძე „მოღვაწეობის იმიტირებას“ ახდენდა. მისი აზრით, პრემიერის სავარძელს დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. ეს კი მორიგი დარტყმა იქნება სააკაშვილის რადიკალებისთვის. გახარია არის ყოფილი პრეზიდენტის პრინციპული ოპონენტი – წერს თინა კანდელაკი. ტელეწამყვანმა აღნიშნა, რომ გახარია სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესს უძღვებოდა რუსეთში და ერთხანს რუსეთის მოქალაქეც იყო. ამათან, ის არ იქნება ცალსახად ორიენტირებული მოსკოვზე, მაგრამ არც დასავლეთის პოლიტიკის და მისი მითითებების ბრმა მიმდევარ-გამტარებელი იქნება. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: პრაგმატიზმი და ჯანსაღი აზრი კვლავ დიდ როლს ითამაშებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების აღდგენაში – დაასკვნა კანდელაკმა.

კომენტარები