კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ინფორმაციას ავრცელებს:

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა ცვლილებებს საქართველოს კანონში „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“.

ცვლილებების მიზანია, გაზარდოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხების მარეგულირებელი კანონმდებლობის ეფექტიანობა, აღმოფხვრას არსებული ხარვეზები და ხელი შეუწყოს პრევენციაზე ორიენტირებული მიდგომის დამკვიდრებას.

კომენტარები