კაპიტანი ტომი მური, რომელმაც ექიმებს £33 მლნ შეუგროვა, „Covid-19“-ით გარდაიცვალა

ბრიტანელი ვეტერანი, კაპიტანი ტომ მური, რომელმაც გასულ წელს ჯანდაცვის მუშაკებისთვის მილიონობით ფუნტი მოაგროვა, 100 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.

კაპიტანი ტომ მური კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის გამო, სუნთქვის პრობლემებით კლინიკაში, 31 იანვარს გადაიყვანეს.

კაპიტანმა მურმა  კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ მებრძოლი ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის 33 მილიონი გირვანქა სტერლინგი მოაგროვა, – ამ მიზნით კამპანია წამოიწყო და 100-ჯერ შემოუარა თავის საცხოვრებელ სახლს გადაადგილების დამხმარე აღჭურვილობით. ტომს ეს მოგზაურობა მხოლოდ მისი შესაძლებლობების დასამტკიცებლად არ დაუწყია. ეს თანხის მოზიდვის მიზნით განახორციელა, დაახლოებით $15 მილიონის შემოწირულობა შეაგროვა და მთლიანად ჯანდაცვის სისტემას და პანდემიით დაზარალებულ ადამიანებს მოხმარდება.

ბრიტანეთის ომის ვეტერანმა, რომელიც 2020 წლის აპრილში 100 წლის გახდა, პოლკოვნიკის საპატიო წოდება მიიღო.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა, ელისაბედ მეორემ რაინდად აკურთხა 100 წლის ბრიტანელი ვეტერანი, კაპიტანი ტომ მური.

რაინდად კურთხევის ცერემონიალი დედოფლის სამეფო რეზიდენციაში, უინძორის ციხე-სიმაგრის ეზოში გაიმართა.

სერ ტომ მურმა მიკრობლოგ ტვიტერზე დაწერა, რომ ამაყი და ბედნიერია რაინდად კურთხევის გამო.

დიდი ბრიტანეთისგან ტომ მურმა დაბადების დღის 125,000-ზე მეტი მისალოცი ბარათი მიიღო. პრინცმა უილიამმა მას ლეგენდაც კი უწოდა.

კომენტარები