„ კაპიტოლიუმის ირგვლივ მავთულხლართების აგება სამარცხვინოა“-დონალდ ტრამპი

კაპიტოლიუმზე შტურმში მონაწილე პირები შენობაში მყოფთათვის საფრთხეს არ წარმოადგენდნენ.  კაპიტოლიუმის ირგვლივ მავთულხლართების აგება სამარცხვინოა. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

-„ვფიქრობ, ეს სამარცხვინოა. მსოფლიო უყურებს ამას. ეს აბსოლუტურად პოლიტიკური მანევრიაკაპიტოლიუმის შენობაში შესვლისას საპროტესტო აქციის წევრები პოლიციელებს ეხვეოდნენ და კოცნიდნენ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

6 იანვარს ვაშინგტონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა. აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა, კრისტოფერ რეიმ განაცხადა, – მისი უწყება კაპიტოლიუმზე შტურმს ტერორიზმის აქტად განიხილავს.

კომენტარები