კაპიტოლიუმის შტურმის დროს დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა – შტურმისას დაშავებული პოლიციელი გარდაიცვალა

ვაშინგტონში არეულობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5-ს მიაღწია.

კაპიტოლიუმის პოლიციამ ოფიცრის გარდაცვალება დაადასტურა, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიჭრა. შტურმის დროს დაშავებული პოლიციის ოფიცერი, ბრაიან სიკნიკი 7 იანვარს გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია უწების ვებგვერდზე გავრცელდა.

ბრაიან სიკნიკი 7 იანვარს გარდაიცვალა. დემონსტრანტებთან შეტაკების დროს დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ოფიცერი კაპიტოლიუმის პოლიციას 2008 წელს შეუერთდა, ბოლო პერიოდში ის სწრაფი რეაგირების განყოფილებაში მუშაობდა.

ვითარება ვაშინგტონში მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, , სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ.

კონგრესმა ჯოზეფ ბაიდენი ამერიკის არჩეულ პრეზიდენტად დაამტკიცა.

კომენტარები