კარგად ბრძანდებოდეთ – შალვა ნათელაშვილი “მთავარ არხს”, ტვ “პირველს” და “ფორმულა”-ს დაუპირისპირდა

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი მთავარ არხს, ტვ პირველს და ფორმულას დაუპირისპირდა. მისი თქმით, რუსეთის საელჩოსთან დღეს გამართული აქცია არ გააშუქეს.

“მიმართვა ოპოზიციური ტელევიზიებ “მთავარ არხს”, ტვ პირველს, “ფორმულას” და კიდევ ვინც თვლის თავს ასეთად, თქვე მამაცხონებულებო დღესაც ყოველგვარ სისულელეს, რომ აშუქებთ, სადაა ოკუპაციისა და არჩევნებში ჩარევის წინააღმდეგ რუსეთის საელჩოსთან დღეს ლეიბორისტების მიერ ჩატარებული აქციის სიუჟეტი?

თუ რახან ჩვენ ჩავატარეთ ამიტომ არ იმსახურებს ყურადღებას,რა ვქნათ თქვენი პატრონი პარტიებისგან განსხვავებით საკუთარი ტელევიზია არ გვაქვს. ყველაფერს ამაზე პასუხს ღმერთმა არ ქნას, მაშინ მიიღებთ 31 – ში ბიძინა და პუტინი რომ აგიფრიალებენ დროშას. კარგად ბრძანდებოდეთ. არ დაგავიწყდეთ ასევე თქვენი მეპატრონეების უაზრო ბრიფინგების პირდაპირი ჩართვაც დღეში მინიმუმ სამჯერ მაინც.”– წერს შალვა ნათელაშვილი.

 

 

წყარო:mpn.ge

კომენტარები