კარგი ამბავი მააქვს! – ჩემ გოგოს ვინც მანქანით გადაუარა, დღეს დაჯარიმდა 250 ლარით! – ტასო ლოსაბერიძე:

ცხოველთა უფლებადამცველმა ტასო ლოსაბერიძემ შეძლო, ქუჩაში ძაღლისთვის  მანქანის განზრახ დამჯახებელი მძღოლი დაესაჯა. ამჟამად ის ავარიის შემდეგ სასიკვდილოდ გადადებულ ცუგას წარმატებით მკურნალობს და იმედია, სიკვდილზე საბოლოოდ გაიმარჯვებენ კიდეც:

მართალია იოლად გამოძვრა, მაგრამ პრეცენდენტი შეიქმნა და თუ ყველა იგივეს გავაკეთებთ, ყველა მძღოლს დავაჯარიმებინებთ ვინც ასე სასტიკად მოექცევა ცხოველს, ძალიან მალე კარგი შედეგი დაიდება.


13 სექტემბერს, დაახლოებით შუადღის 3 საათზე ახმეტელის მეტროსთან ქუჩის ძაღლს დაარტყეს მანქანა, რომ არ მოკვდა მეორედ დამიზნებით გადუარეს. მძღოლმა მომაკვდავი, კრუნჩზვებში ჩავარდნილი ძაღლი გზაზე დაგდებული დატოვა.

წამოვიყვანე ძაღლი, ჯერ ექიმთან, მერე სახლში. ძაღლს თითქმის 1% ც არ ქონდა გადარჩენის შანსი, იყო შოკურ მდგომარეობაში და ღაფავდა სულს. გავუკეთეთ ნემსები, გადასხმები ყველაფერი რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, თუმცა იმედი არ გვქონდა რომ გადარჩებოდა.
დაახლოებით 2 საათში, ძაღლი გონს მოვიდა, გვანიშნა რომ გადარჩა – საღამოს კი წყალიც დალია.
მეორე დღეს გავუკეთეთ ეხოსკოპია და რენტგენიდაზიანებული აქვს ხერხემლის პირველი მალა, აქვს ტვინის ძლიერი შერყევა, სისხლჩაქცევები და ჰემატომები. მუცელში – გასტრიტი.
ორიენტაციას ვერ იჭერს, თავს აქანავებს სულ.
მძიმე მდგომარეობა აქვს საკმაოდ მაგრამ ერთი წუთი არ დავნებდებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ გადარჩენისთვის და ფინალშიც გავალთ


იმ საღამოსვე ახმეტელის მეტროსთან გამოვიძახე საპატრულო პოლიცია – დამნაშავის (მძღოლის) დასჯის მოთხოვნით, დავწერე განცხადება.

მეორე დღესვე დამიკავშირდა გამომძიებელი, მთავარი საგამოძიებო განყოფილებიდან და ძალიან გულდასმით მოეკიდა ამ საქმეს.

დღეს, 16 სექტემბერს, ამოიღეს კამერის ჩანაწერები, მალევე მიიყვანეს განყოფილებაში მძღოლი და დააჯარიმეს 250 ლარით.

ეს პატარა ცუგო თურმე ხალხი რომ გადადიოდა გზაზე, ხალხს მიყვებოდა და ცოტა რომ ჩამორჩა, ეგრევე დაარტყა მანქანამ.
მძღოლს ასე უთქვამსმეგონა რო მოვკალი, იმიტომ გადავუარე და აღარ გადმოვედი მანქანიდანო.
250 ლარი არაფერია იმასთან შედარებით რაც დააშავა, მაგრამ ჩვენი ყველას ვალდებულებაა მსგავსად მოვიქცეთ როცა იგივე სიტუაციას შევესწრებით და მერე კი ექნება აზრი ამ ყველაფერს.


მე და ჩემი გოგო შევთანხმდით რომ, თუ გადარჩება ყველაზე ბედნიერი ცუგო იქნება და სულ ხელის გულზე ნატარები მეყოლება. ძლიერი დაზიანებების მიუხედავად, დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი პირობა ასრულდება და ბევრ ლამაზ წელს გავატარებთ ერთად

კომენტარები