„კარგი იქნება თუ თეა წულუკიანი დღესვე დატოვებს პოსტს!“ – ბესო ზანგურის ადვოკატი

მსახიობ ბესო ზანგურის ადვოკატი, პაატა შავაძე კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას სოციალურ ქსელში, ეხმაურება:

-„კარგი იქნება თუ თეა წულუკიანი დღესვე დატოვებს კულტურის მინისტრის პოსტს!!”

პაატა შავაძემ დღეს კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა:
-„ამ წუთიდან შეთანხმებით, ოფიციალურად, ბესო ზანგურის კანონიერი ინტერესების დამცველი ადვოკატი ვარ და თუ რომელიმე უწყებას რაიმე შეკითხვა ექნება, მზად ვარ. ბესო ზანგური აღარავის უპასუხებს! მათ შორის არც მედიას.”
კომენტარები