„კარიერა დაუნგრიეს კი არა შვილი აღარ ჰყავს დედას შვილი! ადვოკატები დადუმდით ცოტახანს, სირცხვილია” – ნატო დუმბაძე შაქარაშვილის საქმეზე – ადვოკატებს

-„დაკავებულების ადვოკატების ნაწილი რომ დადუმდეთ ცოტა ხანი არა? თუ უდანაშაულოები არიან თქვენი დაცვის ქვეშ მყოფები თქვენი ვალდებულებაა დაამტკიცოთ და გაამართლოთ! ზოგადად არა ვარ ფბ სასამართლოების მომხრე და ყოველთვის სიმართლის მხარეს დავდგები! წინასწარ არავის განვსჯი! ნონსენსი ის არის რასაც თქვენ საუბრობთ ბატონო ადვოკატო და კიდევ აღიზიანებთ გიორგის ოჯახს და მთელ ერს! აი სად ჩანს თქვენი პროფესიონალიზმი!კარიერა დაუნგრიეს კი არა შვილი აღარ

ჰყავს დედას შვილი!თან წარმატებული ფეხბურთელი !” -წერს პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში.

-„ჩვენ ვიხილეთ პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილება. მოსამართლეს ხმა უკანკალებდა, ისე იღებდა გადაწყვეტილებას. ეს მიანიშნებს, რომ, შესაძლებელია, მასზე განხორციელდა ფსიქოლოგიური ან სხვაგარი ზემოქმედება. ძალიან სამწუხაროა, ჩვენს ქვეყანაში კვლავ არის შერჩევითი სამართალი, ისეთ ადამიანებს, რომლებიც არიან მოქმედი სპორტსმენები, უდანაშაულო ადამიანები, ახლა მათ უწევთ იმის მტკიცება, –  ამ მძიმე დანაშაულში არანაირი მონაწილეობა მიუღიათ. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, მათ შორის გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ სტრასბურგის სასამართლოში. დარწმუნებული ვართ, სტრასბურგის სასამართლო სხვაგვარად იმსჯელებს და არა ისე, როგორც ჩვენი შიდა სასამართლოები მსჯელობენ.

 არ მაქვს იმედი, თბილისის სააპელაციო კოლეგია იქნება მოწოდების სიმაღლეზე და ამ გადაწყვეტილებას შეცვლის. 

დღევანდელი გადაწყვეტილება არის იმის დასტური, რომ საზოგადოების ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული სასამართლო; პროკურატურის ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული სასამართლო, სამარცხვინოა, ასეთ მოსამართლეებს რომ ვხედავ, პირადად ჩემთვის. სამარცხვინოა, რომ მოქმედი სპორტსმენები, ახალგაზრდები 19-20 წლის ადამიანებს კარიერა დაენგრათ იმის გამო, რომ ვინმემ არ იფიქროს, როგორ უნდა იმოქმედოს და როგორ უნდა იფიქროს თუნდაც სასამართლომ და თუნდაც პროკურატურამ”, – განაცხადა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბეების, ვასილ მახარაძისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს აღკეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

კომენტარები