კარლ ჰარცელი: „დღეს ევროკავშირი ისე დგას საქართველოს გვერდით, როგორც არასდროს“
ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცერმა, საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„დღეს ვიმყოფები მოსწავლე-ახლგაზრდობის სასახლესთან, სადაც 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. რეზონანსული, პროგრესული დებატები, პროგრესული კონსტიტუცია და ლიდერი ქალების აქტიური ჩართულობა – თავისუფლებისმოყვარე ერის სწორ ხედვას განაპირობებს. მაშინ, ევროპის ქვეყნებმა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარეს. დღეს კი ევროპელი ხალხი და ევროკავშირი ისე დგას საქართველოს გვერდით, როგორც არასდროს“,- ნათქვამია ვიდეომიმართვაში.